„ლაიპციგმა“ მთავარ მწვრთნელად დემიკელისი დანიშნა #1TVSPORT
„ლაიპციგმა“ მთავარ მწვრთნელად დემიკელისი დანიშნა #1TVSPORT

არგენტინელი სპეციალისტი მარტინ დემიკელისი „ლაიპციგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა, – ამის შესახებ იტყობინება გერმანული კლუბის პრესსამსახური.

დემიკელისთან კონტრაქტი ორწლიანია და 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

უფრო ადრე არგენტინელი მუშაობდა „ესპანიოლში“, „მონტერეიში“ და „რივერ პლეიტში“, ასევე იყო „ბაიერნის“ სისტემაში.

2025-26 წლების სეზონი ბუნდესლიგაში „ლაიპციგმა“ მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.