„ლაიპციგმა“ დიომანდეს დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
„ლაიპციგის“ გენერალურმა დირექტორმა, მარსელ შეფერმა განაცხადა, რომ კლუბმა გადაწყვიტა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობაში შეინარჩუნოს გარემარბი იან დიომანდე.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ლაიპციგთან“ 19 წლის ფეხბურთელის შესაძენად. მანამდე დაიწერა, რომ „ლივერპული“ გერმანულ მხარეს 100 მილიონ ევროს სთავაზობდა დიომანდეს სანაცვლოდ.
„ჩვენი მკაფიო განზრახვა ის გახლავთ, რომ იანმა მომავალ სეზონში „ლაიპციგში“ ითამაშოს. და ჩვენ ამ გეგმისგან არ გადავუხვევთ.
რა თქმა უნდა, თუ იანი ასე გააგრძელებს თამაშს და პროგრესს, მოვა დრო, როცა ჩვენ მას მომდევნო ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მივცემთ, მაგრამ ეს წელს არ მოხდება.
ყველა კოზირი ჩვენს ხელშია. ამიტომაც კიდევ ერთხელ განვმარტავთ: დიომანდე რჩება „ლაიპციგის“ ფეხბურთელად“, – მოჰყავს შეფერის სიტყვები Sky Sports-ს.