„ლაიპციგმა“ დანი ოლმო შეიძინა
„ლაიპციგმა“ დანი ოლმო შეიძინა

ბუნდესლიგის ლიდერმა „ლაიპციგმა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა.

გერმანულმა კლუბმა ზაგრების „დინამოდან“ შეიძინა ესპანელი ნახევარმცველი დანი ოლმო და მასთან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ახალ გუნდში ფეხბურთელი 25-ე ნომრით ითამაშებს.

21 წლის ოლმოს ტრანსფერი „ლაიპციგს” დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

დანი ოლმო „ბარსელონას” აღზრდილია, საიდანაც ის 2015 წელს ხორვატულ კლუბში გადავიდა. წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელმა 11 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.