„ლაიპციგის“ დირექტორი - ვერნერის ტრანსფერზე არავინ დაგვკავშირებია
„ლაიპციგის“ დირექტორი - ვერნერის ტრანსფერზე არავინ დაგვკავშირებია

„ლაიპციგის“ დირექტორმა ოლივერ მიტცლაფმა განაცხადა, რომ ტიმო ვერნერის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს.

„ვერნერთან შარშან დადებული კონტრაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც მას ნაბიჯის გადაგმის საშუალებას აძლევს, – ციტირებს „ლაიპციგის“ დირექტორის სიტყვებს Sky Sports Deutschland. – ახლა სიტუაციას ტიმო აკონტროლებს.

ვერნერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტიჯერ არ გაუაქტიურებია და მის ტრანსფერზეც ოფიციალურად არავის მოუმართავს, მათ შორის არც „ჩელსის“. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ახალი ამბავი, რომლის შესახებაც უნდა განვაცხადოთ“, – ამბობს ოლივერ მიტცლაფი.