„ლაიფციგმა“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა „ლაიფციგმა“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ლაიფციგი“ ბუნდესლიგაში ამ მომენტისთვის მეექვსე ადგილზეა და გუნდი ასევე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, რაც კლუბის მესვეურთათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
48 წლის სპეციალისტი „ლაიფციგს“ 2022 წლიდან წვრთნიდა. 2022/23 წლის სეზონში მასთან ერთად გუნდმა გერმანიის თასი მოიგო, ასევე გახდა გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული.
ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს როზეს ადგილს.