„ლაიფციგი“ უპამეკანოს გაყიდვას გეგმავს - ფრანგი მცველით ტოპ გუნდები ინტერესდებიან
„ლაიფციგი“ უპამეკანოს გაყიდვას გეგმავს - ფრანგი მცველით ტოპ გუნდები ინტერესდებიან

ლაიფციგის“ დირექტორმა ოლივერ მინცლაფმა განაცხადა, რომ კლუბი ყოველთვის მზად არის გაყიდოს მისი ფეხბურთელები და კარგი შეთავაზების შემთხვევაში დაიო უპამეკანოს ტრანსფერს დათანხმდება.

მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგი მცველით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან ტოპ კლუბები.

მინცლაფმა Sportbild-თან საუბრისას აღნიშნა, რომ „ლაიფციგი“ ყოველთვის მზადაა შეელიოს მის საუკეთესო ფეხბურთელებს, თუ ეს გუნდს ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

Goal-ის ინფორმაციით, მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი ინტერესისა კლუბი არაა მზად 22 წლის მცველი ზამთარში დაიმატოს, შესაბამისად „წითელი ეშმაკები“ უპამეკანოს გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

„ლივერპულს“ საკმაოდ დიდი ხანია სურს ახალი მცველით გაძლიერება, განსაკუთრებით ახლა, როცა გუნდი ცენტრალური მცველის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ იურგენ კლოპის განცხადებით, ისინი ვერ შეძლებენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელის დამატებას.

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც უპამეკანოთი დაინტერესდა ლონდონის „ჩელსია“. მიუხედავად იმისა, რომ ლამპარდმა, კურტ ზუმასა და ტიაგო სილვას წყვილის წყალობით, დაცვაში პრობლემები შედარებით უფრო დაალაგა, „ლურჯებს“ მაინც ესაჭიროებათ გრძელვადიანი პრესპექტივით ახალი მცველის აყვანა. უპამეკანო კი ძალიან კარგი ვარიანტია.

ფრანგი მცველის მიმართ ინგლისური კლუბების გარდა ინტერესს „რეალი“, „ბარსელონა“ და მიუნხენის „ბაიერნიც“ იჩენენ.