„ლაიფციგი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ხავი სიმონსს გამოისყიდის #1TVSPORT
ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი ხავი სიმონსი გერმანული „ლაიფციგის“ სრულფასოვანი წევრი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტის“ რეპორტიორი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
21 წლის ხავი სიმონსი „პარი სენ-ჟერმენის“ საკუთრებაშია და გერმანულ გუნდში 2023 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. „ლაიფციგში“ ის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი სიმონსის ტრანსფერისთვის, ბონუსების გათვალისწინებით, 80 მილიონ ევროს მიიღებს.
სიმონსი „ბარსელონას“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, „პარი სენ-ჟერმენს“ კი 2019 წელს შეუერთდა. ნიდერლანდების ნაკრების მაისური ახალგაზრდა ფეხბურთელმა 24-ჯერ მოირგო და სამი გოლი გაიტანა.