„ლაიფციგი“ ელიფ ელმასის შეძენით დაინტერესდა და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება #1TVSPORT
„ლაიფციგი“ ელიფ ელმასის შეძენით დაინტერესდა და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება #1TVSPORT

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესლიგის გუნდი „ლაიფციგი“ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ელიფ ელმასის შეძენით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, „ლაფიციგი“ მზადაა, იტალიის მოქმედ ჩემპიონთან მოლაპარაკება მალე დაიწყოს. დასახელდა სავარაუდო სატრანსფერო თანხაც – 25 მილიონი ევრო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ჩრდილოეთმაკედონიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს უკვე შეუთანხმდა პირადი კონტრაქტის დეტალებზე. ტრანსფერის შემთხვევაში, ის „ლაიფციგში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ემზადება. მიმდინარე კვირას ჩატარებული წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ „ლაიფციგის“ მეტოქე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, 1/8 ფინალში მადრიდის „რეალი“ იქნება.

„ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონში ელიფ ელმასმა 36 შეხვედრა ჩაატარა გუნდის მაისურით. 23 წლის ფეხბურთელმა ექვსი გოლი გაიტანა.