ლაგოდეხში ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი „კახეთის თასი“ გაიმართა #1TVSPORT

22:28, 17.08.2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და კახეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით, ლაგოდეხში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზაზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი „კახეთის თასი“ გაიმართა, რომელშიც წელს სარეკორდო რაოდენობის, 29 გუნდმა ითამაშა. ადგილობრივების გარდა, ღონისძიებაში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საფეხბურთო აკადემიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე გურჯაანის გუნდებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები, მედლები და სამახსოვრო სიგელები გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერებმა, გიორგი მაჭავარიანმა და ჯონდო მდივნიშვილმა გადასცეს.

მსგავსი