ლაგოდეხში საერთაშორისო ტურნირი „ბენდელას თასი“ ჩატარდა #1TVSPORT
ლაგოდეხში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბაზაზე დასრულდა აფხაზეთის ომის გმირის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ბავშვთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „ბენდელას თასი“.
წელს შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა და 30-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი გლდანის საფეხბურთო აკადემიისა და გურჯაანის სპორტული გაერთიანების ფეხბურთელთა გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონები და პრიზიორები ზაზა ბენდელიანის ოჯახის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კახეთის რეგიონული ფედერაციის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრებით და სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდნენ.