LaGazzetta - ქუთაისის „ტორპედომ“ თემურ ქეცბაიასთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ თემურ ქეცბაიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს – ინფორმაციას LaGazzetta.ge ავრცელებს.
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში 2022 წლის 29 ივნისიდან მუშაობდა, პოსტი კი 2024 წლის სექტემბერში დატოვა და მას შემდეგ თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 56 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობა წლების წინ „დინამო თბილისს“ სურდა, წლეულს კი ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა შორის განიხილებოდა. ქებაასთან თანამშრომლობით კვიპროსული კლუბებიც ინტერესდებოდნენ.
LaGazzetta.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ტორპედოს“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ჯერაც არ გაუშვია, მაგრამ ბრიტანელი სპეციალისტი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს. ქეცბაიას გარდა, „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურასაც განიხილავს.