LaGazzetta - ლადო მამუჩაშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT
LaGazzetta - ლადო მამუჩაშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT

ლადო მამუჩაშვილი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას LaGazzetta ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ იმერულმა კლუბმა მოლდოვური „შერიფიდან“ მამუჩაშვილის ტრანსფერი ქართული კლუბებისთვის რეკორდულ თანხად გამოისყიდა. ქუთაისის „ტორპედოში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას 24 ივნისს გააკეთებს, ახლა კი ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

ლადო მამუჩაშვილი „საბურთალოს“ (ამჟამინდელი „იბერია 1999“) აღზრდილია, სადაც 14 წელი ითამაშა და ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, რომელთან ერთადაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და კლუბის საკვანძო მოთამაშე გახდა.

ბათუმის „დინამოში“ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი – 2022 და 2023 წლების სეზონში. 2024 წელს გუნდი დატოვა და ტირასპოლის „შერიფში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მამუჩაშვილმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ გუნდში კი სადებიუტო მატჩი 2021 წლის 5 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა. სულ „ჯვაროსნებში“ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.