ლადო კილასონია - ამაყი ვარ ამ ბიჭებით, მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა #1TVSPORT
ლადო კილასონია - ამაყი ვარ ამ ბიჭებით, მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინა 20:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შეხვედრა შეაფასა:

„პირველ ტაიმი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ამინდიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო თამაში მაქსიმალურად ჩაგვეკეტა და მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, ვფიქრობ, გეგმას მეორე ნახევარშიც მივყვებოდით და თამაში ჩვენი კარნახით წარიმართა, რამაც, საბოლოო ჯამში, დიდი შედეგი მოიტანა.

ამაყი ვარ ჩემი ბიჭების, მთელი სამწვრთნელო შტაბის და ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა. მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, ვინც ჩართული იყო ჩვენ დასახმარებლად. უღრმესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს – იცოდეთ, რომ თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს – თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ“.