ლადო კახაძე - თუ ექიმს პროფესიული გადაცდენისთვის ლიცენზიას უჩერებ, პოლიტიკური დანაშაულისთვის პოლიტიკოსს რატომ არ უნდა აეკრძალოს საქმიანობა
ლადო კახაძე - თუ ექიმს პროფესიული გადაცდენისთვის ლიცენზიას უჩერებ, პოლიტიკური დანაშაულისთვის პოლიტიკოსს რატომ არ უნდა აეკრძალოს საქმიანობა

მე ვიქნები ინიციატორი, რომ ისეთ ადამიანს, ვისაც პოლიტიკური დანაშაული დაუდასტურდება, პოლიტიკურ ავანსცენაზე მონაწილეობა აეკრძალოს, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„თუ ექიმს სამედიცინო პროფესიული გადაცდენისთვის დანაშაულს უმტკიცებ, ლიცენზიას უჩერებ და სამედიცინო საქმიანობას უკრძალავ, პოლიტიკოსს, რომელსაც პოლიტიკური დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის გამო ადამიანებმა იზარალეს, რატომ არ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. როცა პარლამენტში შევალ, ამას აუცილებლად გავაჟღერებ ტრიბუნიდან. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, რომ ეს აქტიურობა გამოვავლინო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.