ლადო კახაძე - დღეს იწყება ზეპარტიული საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ქვია - არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს
ლადო კახაძე - დღეს იწყება ზეპარტიული საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ქვია - არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს

დღეს იწყება ზეპარტიული საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ქვია – არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს, – ამის შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ ვერის ბაღში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე დაირღვა ყველანაირი კომუნიკაცია და დაიწყო გაფუჭებული ტელეფონის თამაში, ერთი ერთს უბნობს, მეორე მეორეს და მესამე მესამეს და ეს მხოლოდ ერთადერთ ძალას აწყობს, ჩვენ თუ სხვადასხვა ენაზე ვილაპარაკებთ, ამით ისარგებლებს ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გარშემო ცეცხლდანთების პირობებში ჩვენ შთანთქმას აპირებს. ყველამ კარგად უწყით, ეს არის ჩრდილოელი ეგრეთ წოდებული მეზობელი, რომელსაც ჩვენ ასეთი ფორმით – დამოუკიდებელი, სუფთა, მართალი არ ვუნდივართ. ყველაფერი ის, რაც დღეს კეთდება არის ნაკარნახევი ჩრდილოეთიდან. ამას წყალი არ გაუვა. დღეს იწყება საერთო-სახალხო – ხაზს ვუსვამ – ზეპარტიული საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ქვია – არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენეს. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.