ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

00:28, 26.08.2026

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით (რაც ამავე დროს ევროპის რეკორდია) კი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძიმცეიშვილმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა ასევე ორჭიდის ჯამში მოგროვილი 314 კილოგრამით.

მსგავსი