ლადო დვალიშვილი - გამოცდილების დაბრუნება და ლეგიონერების ჩამოსვლა ეროვნულ ლიგას წაადგება
ლადო დვალიშვილი - გამოცდილების დაბრუნება და ლეგიონერების ჩამოსვლა ეროვნულ ლიგას წაადგება

ლადო დვალიშვილმა კარიერა “საბურთალოს” დაუკავშირა – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ეროვნული ლიგის ლიდერ გუნდში ჩაირიცხა.

თბილისური კლუბის ახალწვეულმა კომენტარი ტრანსფერზე და „საბურთალოზე“ გააკეთა.

“მოხარული ვარ, რომ შევთანხმდით. შეთავაზებაზე დიდხანს არ მიფიქრია და “საბურთალოს” მოთამაშე გავხდი. ამ გუნდის მიმართ აქამდეც სიმპათიით ვიყავი განწყობილი – პროგრესირებადი და მიზანდასახული კლუბია და მწვრთნელის ხელი ეტყობა. შემთხვევითი არაა, რომ ჩემპიონატს ლიდერობს. “საბურთალო” კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგი შანსი გვაქვს, ქვეყნის ჩემპიონები რომ გავხდეთ” – ამბობს დვალიშვილი.

31 წლის გამოცდილი თავდამსხმელის აზრით, მეორე ნახევრიდან ეროვნული ლიგის თამაშები უფრო საინტერესო საყურებელი გახდება.

„საერთოდ, მესამე წრიდან ეროვნულ ლიგაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაბრუნდა – თარგამაძე, ვაწაძე, ლიპარტია. რაც მეტი ასეთი ფეხბურთელი ითამაშებს, ეს ეროვნულ ლიგას წაადგება და ჩემპიონატის დონეც გაიზრდება. კვალიფიციური ლეგიონერები გამოჩდნენ „ტორედოშიც“ და ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა დვალიშვილმა.