ლადო ბურდული - გუგეშაშვილი ძლიერი ხასიათის მეკარეა და „ყარაბაღში“ შესაძლებლობებს მალე დაამტკიცებს #1TVSPORT
ლადო ბურდული - გუგეშაშვილი ძლიერი ხასიათის მეკარეა და „ყარაბაღში“ შესაძლებლობებს მალე დაამტკიცებს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა azerisport.com-თან კომენტარი გააკეთა თავისი თანამემამულის, აღდამის „ყარაბაღის“ მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის თამაშზე, რომელიც ფრანგულ „მარსელთან“ შეცდომებისთვის გააკრიტიკეს.

„მე ვნახე ეს გოლები. ზოგადად, ლუკამ კარგი მატჩები ჩაატარა. რაც შეეხება გოლებს, მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ეს მისთვის ახალი გუნდია, სადაც გადასვლისთანავე ითამაშა. ფეხბურთელებს ყოველთვის სჭირდებათ დრო, რომ კომფორტულად და უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი. ვფიქრობ, ამაში ლუკას აზერბაიჯანელები დაეხმარებიან. ლუკა ძალიან ნიჭიერია და ბევრი შეუძლია“, – განაცხადა ბურდულმა.

ვეტერანი ქართველი მოთამაშე დარწმუნებულია, რომ გუგეშაშვილი შესაძლებლობებს მალე დაამტკიცებს:

„ვეთანხმები გურბან გურბანოვის („ყარაბაღის“ მთავარი მწვრთნელი) შეფასებას, რომ გუგეშაშვილი ხასიათის მეკარეა და რომ გუნდს მისი იმედი აქვს. გურბანოვი გამოცდილი სპეციალისტია. ის მშვენივრად ხედავს ყველაფერს, აკონტროლებს სავარჯიშო პროცესს. ლუკას ნამდვილად ძლიერი ხასიათი აქვს. უახლოეს მომავალში ძალებს მოიკრებს და ყველაფერი კარგად აეწყობა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე.