„ლაციოსა“ და „სევილიას“ ფანებს შორის ჩხუბში ხუთი ადამიანი დაიჭრა
„ლაციოსა“ და „სევილიას“ ფანებს შორის ჩხუბში ხუთი ადამიანი დაიჭრა

რომში „ლაციოსა“ და „სევილიას“ შორის ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მატჩის წინ ჩხუბი გაიმართა, რომელშიც ორივე გუნდის გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ (Gazzetta dello Sport) წერს, ჩხუბის შედეგად, დანით მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში ხუთი ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყო ესპანეთის სამი მოქალაქე, ერთი ინგლისელი და ერთი ამერიკელი.

ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, სამს – საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. სულ ჩხუბში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.