„ლაციოს“ სურს, რომ სიმონე ინძაგი მომავალი სეზონის შემდეგაც შეინარჩუნოს
ROME, ITALY - MAY 20: SS Lazio head coach Simone Inzaghi during the Serie A match between SS Lazio and Bologna FC at Stadio Olimpico on May 20, 2019 in Rome, Italy. (Photo by Marco Rosi/Getty Images)
„ლაციოს“ იმედი აქვს, რომ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის შეინარჩუნებს, იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს რომაული კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს, ინძაგის შეხვდეს და მას კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზოს. მიმდინარე შეთანხმება მომავალი სეზონის ბოლომდეა გაფორმებული და, თუ „ლაციო“ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონობას მოიპოვებს, ინძაგი მიიღებს ბონუსს 500 000 ევროს ოდენობით.
რამდენიმე ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინძაგის იმართ ინტერესს გამოთქვამენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“.
შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ ამჟამად 62 ქულა აქვს და 26 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. „იუვენტუსი“ მას ორი ქულით ჩამორჩება, „ინტერი“ კი 54 ქულით მესამეზეა.