„ლაციოს“ პრეზიდენტი იტალიურ გაზეთს სასამართლოში უჩივლებს
„ლაციოს“ პრეზიდენტი იტალიურ გაზეთს სასამართლოში უჩივლებს

„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო „გაძეტა დელო სპორტს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

რამდენიმე ხნის წინ, იტალიურმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია და აღნიშნა, რომ ლოტიტოს ერთ-ერთ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საუბარია 8 მარტს გამართულ მატჩზე „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის, რომელიც თითქოს გარიგებულ თამაშს ჰგავდა.

„ლოტიტო გაეცნო სტატიას, რომლის ავტორია სებასტიანო ვერნაცა და რომლის მიზანია, ლოტიტოს დისკრედიტირება. ინფორმაციის თავისუფლება არ იძლევა იმის უფლებას, რომ ადამიანის იმიჯი დაანგრიო. თუ მედიის თავისუფლება გამოყენებულია იმისთვის, რომ ადამიანს ზიანი მიაყენო, მაშინ ასეთი მედია უნდა დაისაჯოს. ამიტომ, ლოტიტომ დაავალა თავის ადვოკატებს, მიხედონ ამ საქმეს და მიმართონ სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლოებს“, – ნათქვამია ლაციოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.