ლაციოს მწვრთნელი გოლის გადამეტებული აღნიშვნისთვის გააძევეს

14:28, 26.11.2018
Simone Inzaghi celebrates goal 1-1 during the Italian Serie A football match between S.S. Lazio and A.C. Milan at the Olympic Stadium in Rome, on november 25, 2018. (Photo by Silvia Lore/NurPhoto via Getty Images)

რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის, „მილანის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის ბოლო წუთზე, მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, რისი მიზეზიც გოლის გადამეტებულად აღნიშვნა და მწვრთნელისთვის განკუთვნილი ზონის დატოვება გახდა.

როდესაც ანგარიში 0-0 იყო, მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გოლს, შემდეგ კი, 78-ე წუთზე, ფრანკ კესიმ მილანელები წინ გაიყვანა. ანგარიში 94-ე წუთზე ხოაკინ კორეამ გაათანაბრა და რომის სტადიო ოლიპიკოზე შეკრებილი მაყურებელი ექსტაზში ჩააგდო.

„თავდაპირველად ვერ მივხვდი, რატომ მიჩვენა მსაჯმა წითელი მარათი, თუმცა შემდეგ მან ამიხსნა, რომ ამის მიზეზი მწვრთნელისთვის განკუთვნილი ზონის დატოვება იყო“, – განაცხადა სიმონე ინძაგიმ.

მსგავსი