ლაციომ ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და ერთპიროვნულად ლიდერობს
ლაციომ ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და ერთპიროვნულად ლიდერობს

რომის „ლაციომ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

იტალიური სერია ა-ს 26-ე ტურის მატჩში რომაელები „ბოლონიას“ მასპინძლობდნენ და მეტოქე ორი უპასუხო ბურთით დაამარცხეს.

პირველი გოლი ნახევარმცველმა ლუის ალბერტომ გაიტანა, მე-18 წუთზე, სამი წუთის შემდეგ კი ანგარიში ორამდე ხოაკინ კორეამ გაზარდა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლაციოს“ ახლა 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე „იუვენტუსია“, 60 ქულით, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.