„ლაციომ“ შესაძლოა, „რეალის“ ფორვარდი შეიძინოს
„ლაციომ“ შესაძლოა, „რეალის“ ფორვარდი შეიძინოს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ბორხა მაიორალი, რომელიც ამჟამად „ლევანტეშია“ განათხოვრებული, შესაძლოა, „ლაციოში“ გადავიდეს, – ცნობას Sky Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაული კლუბი ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერებას გეგმავს და 23 წლის ესპანელის შეძენა კლუბისთვის კარგი შევსება იქნებოდა. მაიორალს „რეალთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა „ლევანტეს“ შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.