„ლაციომ“ ინძაგისთვის ახალი კონტრაქტი მოამზადა

08:48, 25.01.2021

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

„გუშინ შევხვდი პრეზიდენტს. მან მითხრა, რომ ახალი კონტრაქტი მზად არის. ველოდები მის გაფორმებას“, – განაცხადა ინძაგიმ.

იტალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბს 2016 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ლაციომ“ სამი ტიტული მოიგო: იტალიის თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი.

მსგავსი