რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან. ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. წინა კონტრაქტს ვადა 2020 წელს გასდიოდა.
ადრე იტყობინებოდნენ ინძაგის მიმართ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ დაინტერესებაზე. 43 წლის სიმონე „ლაციოს“ 2016 წლიდან უდგას სათავეში. მანამდე ის მუშაობდა ახალგაზრდულ და იუნიორთა გუნდებში.
„ლაციოში“ მოთამაშის კარიერა ინძაგიმ 2010 წელს დაასრულა.