„ლაციომ“ გაიფორმა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია
„ლაციომ“ გაიფორმა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია

რომის „ლაციომ“ აფრიკიდან უცნაური ტრანსფერი განახორციელა. დედაქალაქური კლუბის რიგებში მოხვდა 17 წლის ლარსონ კულიბალი კოტ დ’ივუარიდან.

LazioNews24-ის მონაცემებით, ბიჭს ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. კულიბალი „ლაციოს“ შემადგენლობაში კლუბის პრეზიდენტის კლაუდიო ლოტიტოს პირადი გადაწყვეტილებით მოხვდა. იტყობინებიან, რომ ლოტიტომ ლარსონის მიწვევა იმის გამო გარისკა, რომ მას აფრიკელის ბუნებრივი ნიჭის შესახებ მოუყვნენ.

„სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ის ერთხელაც არ შეხებია ბურთს, მაგრამ ჩვენ დიდი ტალანტი აღმოვაჩინეთ. ის ძალიან იტანჯებოდა იქ, სადაც ცხოვრობდა, რომში მარტო ჩამოვიდა და დიდი ძალის პატრონი აღმოჩნდა. მე მას შემთხვევით შევხვდი. ჩემმა კარგმა მეგობარმა, სოციალურმა აგენტმა დამაწმუნა გამეკეთებინა მისთვის საჩუქარი და პირადად მენახა ეს ბიჭი. ბევრ ასეთ განაცხადს ვიღებთ, მაგრამ, ამჯერად, ვენდე. ეს უდიდესი სიხარული და სიურპრიზი იყო.

მას აქვს ნიჭი, აქვს ღირებულებები. კარგად უნდა ისწავლოს ენა და შეეგუოს გარემოს, თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს ის დავარეგისტრირეთ და უკვე გახდა „ლაციოს“ ფეხბურთელი იტალიური პასპორტით“, – განაცხადა „ლაციოს” აკადემიის მენეჯერმა მაურო ბიენკესიმ.

პირველ ხანებში, ლარსონ კულიბალი „ლაციოს“ 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

დატოვე კომენტარი