„ლაციო“ აპირებს, საკუთარ გულშემატკივრებს სასამართლოში დაუპირისპირდეს
„ლაციო“ აპირებს, საკუთარ გულშემატკივრებს სასამართლოში დაუპირისპირდეს

რომის „ლაციოს“ წარმომადგენლებმა სერია A-ს მე-18 ტურში „ბრეშასთან“ მატჩის დროს საკუთარი ფანების საქციელი დაგმეს. თამაშის მსვლელობისას, რომაელი გულშემატკივრები რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ ფორვარდ მარიო ბალოტელის. „ლაციოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა განცხადება, რომელშიც კლუბი ფანებს სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან.

„როგორც ყოველთვის, „ლაციო“ გმობს ფანების დისკრიმინაციულ საქციელს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ბრეშასთან“ მატჩში.

კლუბი არ ეთანხმება ფანების პოზიციას და ადასტურებს, რომ არ გამორიცხავს სასამარლოს მიმართოს იმ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ კლუბის იმიჯს“, – წერია განცხადებაში.

მატჩი, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, პირველ ტაიმში შეწყდა ბალოტელის გოლის შემდეგ, რადგან ფორვარდმა მთავარ მსაჯთან  ფანების მხრიდან რასისტული შეურაცხყოფების გამო დაიჩივლა.