La Repubblica - სპალეტიმ, შესაძლოა, კვარაცხელია „მილანთან“ ცენტრალურ თავდამსხმელად მოსინჯოს #1TVSPORT
La Repubblica - სპალეტიმ, შესაძლოა, კვარაცხელია „მილანთან“ ცენტრალურ თავდამსხმელად მოსინჯოს #1TVSPORT

იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, რომ ცენტრალური თავდამსხმელების, ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი სიმეონეს ტრავმების გამო, შესაძლოა, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლის“ ცენტრალურ თავდამსხმელად ხვიჩა კვარაცხელია ვიხილოთ.

„სან სიროზე“ „მილანთან“ მატჩამდე ოსიმენი ინდივიდუალურად ვარჯიშობს მოედანსა და დარბაზში. სიმეონე მკურნალობს და ვერ ითამაშებს. რასპადორი, თავის მხრივ, სიფრთხილით ეკიდება დაზიანებას, რის გამოც ისიც ინდივიდუალურ საწვრთნელ კურსს გადის. ასე რომ, ამ დროისთვის გუნდში ცენტრალური თავდამსხმელი არც არის და, შესაძლოა, კვარაცხელიას მოუწიოს ამ როლის მორგება.

ოსიმენი კიდევ ერთ სამედიცინო კონსულტაციას გაივლის, მას აღდგენითი პროცესი უკვე დაწყებული აქვს, რაც ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე გახდა ცნობილი. ახლა „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბის მიზანია, ვიქტორი სათადარიგოთა სკამზე მაინც იყოს „მილანთან“ მატჩის დროს.

საკითხი გაურკვეველი იქამდე იქნება, სანამ ლომბარდიაში გასვლით მატჩამდე გუნდი ბოლო ვარჯიშს გამართავს, ხოლო ამის შემდეგ გასამგზავრებელი ფეხბურთელების სია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება“, – წერს გამოცემა.