La Repubblica - კვრაცხელია „ნაპოლიში“, შესაძლოა, კიეზამ შეცვალოს #1TVSPORT
მომავალ სეზონში „ნაპოლიში“, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია ფედერიკო კიეზამ ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ წერილს იტალიური გამოცემა La Repubblica აქვეყნებს.
„თუ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდება, „ნაპოლიმ“, შესაძლოა, ზაფხულში მისი გაყიდვა გადაწყვიტოს და ყურადღება გაამახვილოს ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე.
„იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯერ „ლივერპულში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ანტონიო კონტეს კიეზა ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს.
ამავე დროს, ნეაპოლელებმა რაღაც უნდა ისწავლონ ვიქტორ ოსიმენის ამბიდან. კიეზა ინგლისურ კლუბში იმედგაცრუებულია და „ნაპოლიში“ სიამოვნებით ითამაშებდა. ამიტომ, შესაძლოა, ივლისში კვარაცხელია შეცვალოს“, – ამტკიცებს იტალიური გაზეთი.