ლა ლიგის ტოპ 5 მოგერიება - მამარდაშვილი ისევ საუკეთესოებშია [ვიდეო] #1TVSPORT

ლა ლიგამ მე-11 ტურის ტოპ 5 მოგერიება დაასახელა და გამორჩეულ მეკარეებში გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთხელ მოხვდა.

„ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში საკუთრ მოედანზე „მალიორკასთან“ მატჩი 1:2 წააგო, მაგრამ უფრო მეტსაც გაუშვებდა, საქართველოს ნაკრების მეკარეს საოცარი რეაქცია რომ არ გამოევლინა.

ეპიზოდი მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც რუის დე გალარეტას „ვალენსიას“ კარის აღება შეეძლო. „მალიორკას“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი უგო გილამონს ფეხზე მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარში გადიოდა, მაგრამ მამარდაშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მაინც მოიგერია.

ლა ლიგის მე-11 ტურის ტოპ 5 მოგერიება

5. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია

4. პედრაგ რაიკოვიჩი, მაიორკა

3. ალექს რემირო, მადრიდის რეალი

2. კონან ლედესმა, კადისი

1. ფერნანდო პაჩეკო, ალმერია