ლა ლიგის მატჩის ამერიკაში გამართვას ბარსელონა ეწინააღმდეგება
ლა ლიგის მატჩის ამერიკაში გამართვას ბარსელონა ეწინააღმდეგება

ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის გეგმებს, სეზონში ერთი მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართოს, კვლავ წყალი შეუდგა. უახლოესი დაპირისპირება ქალაქ მაიამიში უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს კატალონიური კლუბები – „ბარსელონა“ და „ჟირონა“ უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა ბოლო მომენტში უარი განაცხადეს.

კლუბის დირექტორთა საბჭოს მიერ ჩატარებული კრების შემდეგ გადაწყდა, რომ ბარსელონა თავად იდეას მიესალმება, თუმცა მოითხოვს, რომ მსგავს შეთანხმებებში ყველა მხარე იყოს ჩართული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ 15-წლიანი შეთანხმება გააფორმა კომპანია „რელევენტთან“. კონტრაქტის მიხედვით, ლიგა პასუხისმგებლობას იღებს, სეზონში ერთი მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამართოს.