ლა ლიგაში „რეალის“ გამარჯვებით „ჩელსი“ აზარის კონტრაქტის მიხედვით, 16 მილიონ ევრომდე მიიღებს

14:59, 17.07.2020

ლონდონის „ჩელსი“ ესპანეთის ჩემპიონად „რეალის“ გახდომის შემდეგ, საპრიზო ბონუს თანხას მიიღებს, – იტყობინება ESPN.

წყაროს ცნობით, ლონდონელები ედენ აზარის მადრიდელთა რიგებში გადასვლისას დადებული ხელშეკრულების თანახმად, „რეალის“ ესპანეთის ჩემპიონად გახდომის შემთვევაში 11-დან 16 მილიონამდე ევროს მიიღებენ.

ბელგიელი „სამეფო გუნდის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში კი მან ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი