„ლა ლიგაში“ დოპინგზე არაფერი იციან
„ლა ლიგაში“ დოპინგზე არაფერი იციან

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები მინიმალურად არიან გათვითცნობიერებულნი აკრძალულ პრეპარატებში. გამოკითხვის შედეგად, მოთამაშეთა 97.4 პროცენტმა არ იცის – რა პრეპარატებია აკრძალული ფეხბურთში, – წერს ცნობილი ვებგვერდი „ინსაიდ ზე გეიმს“ (Inside the games).

„კვლევის შედეგები მეტად საგანგაშოა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესპანეთის მთავრობას ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ფეხბურთში ანტისადოპინგო მოქმედებები“, – განაცხადა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელმა.

საინტერესოა, რომ გრანადას უნივერსიტეტის სპორტული მეცნიერების განყოფილებამ ჩაატარა საკუთარი გამოკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობა მიიღო 1324-მა ფეხბურთელმა და მათგან მხოლოდ ხუთმა პროცენტმა იცის, რომ არსებობს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო.