ლა ლიგას უახლოესი ტურის ყოველი მატჩის წინ წარმოადგენენ ლოზუნგს – არა ომს #1TVSPORT
ესპანური ლა ლიგა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამოვიდა და რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდა.
ამასთან დაკავშირებით, პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურისა და სეგუნდა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩების ტრანსლიაციებისას, მთელს მსოფლიოს უჩვენებენ ლოზუნგს – „არა ომს“.
აღნიშნული შეტყობინება ასევე გაჩნდება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სოციალურ ქსელებში.
ამ ინიციატივით ლა ლიგას სურს აჩვენოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის მიმართ.
https://twitter.com/LaLiga/status/1497301538045415426?s=20&t=ZkbLKn1RZ03w_Iry2wXD3Q