ლა ლიგას სიმბოლურში „რეალის“ ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა
ლა ლიგას სიმბოლურში „რეალის“ ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა

გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“ შეადგინა ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლური ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში მადრიდის „რეალმა“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა „ვალენსია“, მადრიდული კლუბის არც ერთი ფეხბურთელი არ მოხდა რჩეულებს შორის.

სიმბოლურში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“ – სამი ფეხბურთელი. ორ-ორი მოთამაშე – „ბარსელონას“ და „ალავესს“.

სრულად 29-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარეები – ჟორდი მასიპი (ვალიადოლიდი);

მცველები – მარტინ აგირეგარიბია (ალავესი), კლემან ლანგლე (ბარსელონა), ლეანდრო კაბრერი (ესპანიოლი);

ნახევარმცველები – სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი), ექტორ ერერა (ატლეტიკო), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), სერხიო კანალესი (ბეტისი);

ფორვარდები – ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), ხოსელუ (ალავესი).