ლა ლიგას სეზონი ერთი დღით გადაიტანეს
ლა ლიგას სეზონი ერთი დღით გადაიტანეს

ესპანეთის ლა ლიგამ სტარტი ერთი დღით გადაიწია, – წერს ესპანური პრესა. ჩემპიონატი უნდა გახსნილიყო 11 სექტემბერს „გრანადასა“ და „ბილბაოს“ მატჩით, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამის წინააღმდეგ გამოვიდა, აპელაცია შეიტანა და, საბოლოოდ, საქმე მოიგო.

ფედერაციასა და ლა ლიგას შორის დიდი ხანია არსებობს უთანხმოება – ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დიდი ხანია მხარს უჭეს ორშაბათობითა და პარასკევობით საღამოს მატჩების ჩატარების იდეას, რადგან მიაჩნია, რომ დროის ინტერვალების მრავალფეროვნება ლიგას უფრო მომხიბვლელს ხდის მაყურებლებისთვის და შესაბამისად, კლუბების შემოსავალი იზრდება. ფეხბურთის ფედერაცია ამას მხარს არ უჭერს.

საბოლოოდ, „გრანადა“-„ბილბაო“ 12 სქტემბრისთვის გადაიტანეს, ხოლო „ალავესი“-„ბეტისის“ მატჩი 13 სექტემბერს გაიმართება.