ლა ლიგას პრეზიდენტი „პარი სენ-ჟერმენი“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვას ითხოვს
ლა ლიგას პრეზიდენტი „პარი სენ-ჟერმენი“-ს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვას ითხოვს

ესპანეთის „ლა ლიგას“ პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგიდან უნდა გააძევონ. ის ამტკიცებს, რომ პარიზელებმა ყველა მოატყუეს, როცა სასპონსორო კონტრაქტების ხელოვნურად გაზრდილი თანხები მიუთითეს.

„მიგვაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ არ აკმაყოფილებს ფინანსური fair-play-ის კრიტერიუმებს. კლუბმა ხელოვნურად გაზარდა კონტრაქტის თანხები. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ უთხოვიათ ჩვენთვის უეფაში პსჟ-ზე ჩივილი. ამ ინიციატივით ჯერ კიდევ მაშინ გამოვედი, როცა ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა. ეს კლუბი საფრთხის წინაშე აყენებს ევროპაში პროფესიული ფეხბურთის სტაბილურობას. ნებისმიერი კლუბი, რომელიც ცდილობს ფინანსური fair-play-ის წესების უგულვებელყოფას, აყალბებს შემოსავლებზე ინფორმაციას, საფრთხეს უქმნის ევროპული ფეხბურთის სტაბილურობას. ეს ახდენს ბაზრის ინფლაციის პროვოცირებას. სხვა კლუბებს სჭირდებათ დაუჯერებელი რესურსები, რათა მათ ფეხი აუწყონ,“ – ამბობს გაზეთ L’Equipe-თან კომენტარში ტებასი.

ლა ლიგას პრეზიდენტმა ინტერესთა კოლფლიქტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ პსჟ-ს პრეზიდენტი იმ მედიაჰოლდინგის მფლობელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციის უფლებას ყიდულობს –

„სიტუაცია მარტივია. კლუბი უნდა შეესაბამებოდეს უეფას მოთხოვნებს. თუ ეს არ ხდება, ის უნდა გააძევონ ევროთასებიდან. თუ დარღვევას ვერ იპოვნიან, არანაირი სანქციები არ იქნება. მაგრამ, მგონია, რომ სანქციის განხორციელება რთული იქნება, რადგან არსებობს ინტერესთა აშკარა კონფლიქტი. „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ასევე სათავეში უდგას მედიაჰოლდინგ beInSport-ს, რომელიც ყიდულობს ჩემპიონთა ლიგის ტრანსლიაციების უფლებას. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სხვა სექტორებში ასეთ კონფლიქტს არ დაუშვებდნენ.“