ლა ლიგას ხელმძღვანელობას სეზონის განახლების სამი ვარიანტი აქვს
ლა ლიგას ხელმძღვანელობას სეზონის განახლების სამი ვარიანტი აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა და ესპანელი ფეხბურთელების ასოციაცია მუშაობენ სეზონის განახლების ვარიანტებზე. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთვის სამი ვარიანტი არსებობს:

1. განახლდეს სეზონი მაისში. ეს იდეა ყველაზე ოპტიმისტურია და ვარაუდობს თამაშების დაბრუნებას მაისის შუა რიცხვებიდან 30 ივნისამდე ან 15 ივლისამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდებს მოუწევთ თამაშების ჩატარება ყოველ მესამე დღეს. მატჩები ჩატარდება იმის მიუხედავად, მაყურებელი იქნება სტადიონზე თუ არა.

2. სეზონი განახლდეს გვიან ზაფხულზე და გაგრძელდეს სექტემბრამდე. იმის გამო, რომ ევრო 2020 ერთი წლით გადაიტანეს, ეს ვარიანტი უფრო მეტად რეალურია – და ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონის ჩატარების ვადები შეიცვლება.

3. სეზონი განახლდება სექტემბერში. ეს ყველაზე რადიკალური ვარიანტია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაზე რეალისტური შეიძლება გახდეს.

დატოვე კომენტარი