ლა ლიგამ ტელეუფლებები 5 მილიარდ ევროდ გაყიდა #1TVSPORT

07:49, 14.12.2021

ლა ლიგამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მატჩების ტრანსლაციებზე სატელევიზიო უფლებების გაყიდვის შესახებ გამოაცხადა. ესპანური საფეხბურთო ლიგის მატჩების მაუწყებლები გახდნენ Movistar და DAZN.

გარიგება ხუთწლიანია – 2022-23 წლების სეზონიდან 2026-27 წლების სეზონის ჩათვლით. კონტრაქტის თანხამ 4 მილიარდ 950 მილიონი ევრო შეადგინა.

მატჩების ტრანსლაციები Movistar-სა და DAZN-ს შორის თანაბარი პროპორციებით განაწილდა – თითოეული მაუწყებელი ტურში ხუთ-ხუთ თამაშს აჩვენებს.

მსგავსი