„ლა ლიგამ“ სეზონის განახლების თარიღად 11 ივნისი დაასახელა
„ლა ლიგამ“ სეზონის განახლების თარიღად 11 ივნისი დაასახელა

ესპანური „ლა ლიგას“ პრეზიდენტმა დაასახელა ესპანეთის ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი.

„თამაშებს 11 ივნისს დავიწყებთ. დაახლოებით 130 ჩვენი თანამშრომელი მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი ახლებურად გაკეთდეს – მგზავრობა, ორგანიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენ მზად ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დღე, როცა წლევანდელ სეზონს დავამთავრებთ. შემდეგ სეზონს კი 12 სექტემბერს დავიწყებთ“, – თქვა ტებასმა.

ადრე ლა ლიგას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განახლებულ ჩემპიონატში პირველი მატჩი იქნება სევილიური დერბი „სევილიასა“ და „ბეტისს“ შორის.

გათამაშების ცხრილის ლიდერია „ბარსელონა“, რომელიც 27 ტურის შემდეგ ორი ქულით უსწრებს „რეალს“.