ლა ლიგამ პსჟ-სთან მბაპეს კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა #1TVSPORT
ლა ლიგამ პსჟ-სთან მბაპეს კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგამ კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.

ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლებმა პარიზის ადმინსტრაციულ სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით – გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც მბაპემ პარიზულ კლუბთან ამ ზაფხულს გააფორმა.

გარდა ამისა, ლა ლიგამ ითხოვა გაუქმდეს ფრანგულ კლუბებზე ეროვნული მართვის კონტროლის დეპარტამენტის გადაწყვეტილება. ამ ორგანიზაციამ ივნისში გამოაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური ანგარიშის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

ორივე სარჩელის დაუყოვნებლივ განხილვაზე ლა ლიგას უარი ეთქვა, მაგრამ მოგვიანებით საქმის განხილვა დაინიშნება.

ადრე ლა ლიგამ უეფა-ში დაიჩივლა პსჟ-ზე ფინანსური ფეარპლეის დარღვევასთან დაკავშირებით.