„ლა ლიგამ“ ლიონელ მესის დაბადების დღე მიულოცა

16:53, 25.06.2020

ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ (Liga BBVA) „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის დაბადების დღე მიულოცა.

„ლეო მესის დაბადების დღეზე (და ყოველთვის) საუკეთესო საჩუქარი მისი თამაშის ხილვაა. თვალებს ნუ ახამხამებ, რაღაცა გამოგრჩება“, – ნათქვამია ლიგის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც არგენტინელის საუკეთესო მომენტების ვიდეო ახლავს თან.

ლიონელ მესი „ბარსელონას“ ღირსებას 2003 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ – ესპანეთის თასის მფლობელი და რვაჯერ – სუპერთასის გამარჯვებული. გარდა ამისა, ლეო ჩემპიონთა ლიგის ოთხგზისა და უეფას სუპერთასის სამგზის გამარჯვებულია.

24 ივნისს მას 33 წელი შეუსრულდა.

მსგავსი