ლა ლიგამ ფიფა-ს სასამართლოში უჩივლა #1TVSPORT
ლა ლიგამ ფიფა-ს სასამართლოში უჩივლა #1TVSPORT

ესპანურმა ლა ლიგამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში. მიზეზი ის არის, რომ ფიფა-მ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შეცვალა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი.

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დეკემბერში განაცხადა, რომ 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფედერაციის გეგმებში შედის კლუბებს შორის გაფართოებული ჩემპიონატის ჩატარება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, რომელმაც ამჟამინდელი ჩემპიონატი უნდა შეცვალოს.

ინფანტინოს განცხადებიდან მეორე დღეს ლა ლიგამ გააკრიტიკა ფიფა-ს გადაწყვეტილება და გააფრთხილა, რომ შეისწავლის იურიდიულ მოქმედებას, რათა არ დაუშვას კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარება.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ლა ლიგამ უკვე გაგზავნა სარჩელი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.