ლა ლიგა საკუთარ კიბერსაფეხბურთო ლიგას ქმნის
ლა ლიგა საკუთარ კიბერსაფეხბურთო ლიგას ქმნის

კიბერსაფეხბურთო ლიგა – LaLiga eSports გახდება ნაწილი რამდენიმე კიბერსპორტული პროექტისა, რომელსაც ლა ლიგა უახლოეს პერიოდში ჩაუშვებს, – იტყობინება ესპანეთის ჩემპიონატის პრეს-სამსახური.

აღნიშნავენ, რომ უახლოეს თვეებში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ამბიციური პროექტი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ფეხბურთისა და კიბერფეხბურთის მიმართ სიყვარული. ლიგის ხელმძღვანელობაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მომგებიანი იქნება როგორც ინტერესის, ასევე ფინანსების მხრივ.

ამაზე მეტყველებს ბოლო წლების გამოკვლევები, რომელიც სპეციალისტებმა ჩაატარეს. მთავარ საკითხად რჩება – რომელ სტიმულატორს გამოიყენებენ – FIFA 18-ს თუ PES 2018-ს?