„ლა ლიგა“ (La Liga) დევისის თასის სპონსორი გახდა
„ლა ლიგა“ (La Liga) დევისის თასის სპონსორი გახდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ოთხი წლით დევისის საჩოგბურთო თასის სპონსორი გახდა. „ლა ლიგა“ ტურნირის ფინალს ოქტომბერში საერთაშორისო ტრანსლიაციების დროს გაუწევს რეკლამას.

„დევისის თასისთვის სპორტის სხვა სახეობებთან პარტნიორობა ახალი მომენტია. ეს გაგვიხსნის გზას არა მხოლოდ საჩოგბურთო გულშემატკივრებთან, არამედ სპორტის სხვა სახეობების მოყვარულებთან“, – განაცხადა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დევიდ ჰეგერტმა.

დევისის თასის მთავარი ინვესტორია „ბარსელონას“ ცენტრალური მცველის ჟერარ პიკეს კომპანიაა. ტურნირის ფინალური ნაწილი 2019 წლის ნოემბერში გაიმართება.