ლა კორუნიას „დეპორტივო“ ლა ლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
ესპანეთის მეორე დივიზიონის 41-ე ტურში „დეპორტივომ“ სტუმრად 2:0 მოუგო „ვალიადოლიდს“.
ამ შედეგმა ლაკორუნიულ კლუბს, მინიმუმ, მეორე ადგილი გაუნაღდა, შესაბამისად, „დეპორტივო“ მომავალ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს, სადაც არ ყოფილა 2017-18 წლების სეზონის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ „დეპორტივო“ 2020-24 წლებში ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობდა.
სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ინფორმაციით, ეს არის მე-12 შემთხვევა, როცა „დეპორტივო“ სეგუნდადან პრიმერა დივიზიონში გადავიდა. ლაკორუნიელები ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდნენ რეკორდსმენ „ბეტისს“.