La Gazzetta Georgia - უეფა საქართველოს ნაკრებისთვის ფინანსურ ჯარიმას და ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებას განიხილავს #1TVSPORT
უეფა საქართველოს ნაკრების ფულადი ჯარიმითა და ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებით დასჯას განიხილავს – ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ მომხდარ ინციდენტზე, როცა თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ.
საქართველოს ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, ამ მატჩში მაყურებლის არყოფნა კი ძალიან დიდი დანაკლისი იქნება.
უეფა-ს ჯერ გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია.