La Gazzetta dello Sport - სერია „ა“-ს ყველაზე ახალგაზრდულ გუნდს, „მილანს“ კვარაცხელია იდეალურად შეეფერება #1TVSPORT
La Gazzetta dello Sport - სერია „ა“-ს ყველაზე ახალგაზრდულ გუნდს, „მილანს“ კვარაცხელია იდეალურად შეეფერება #1TVSPORT

La Gazzetta dello Sport-მა წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორმაც ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის გენიოსი უწოდა და „ატალანტას“ სლოვენიელ ლეგიონერს, იოსიპ ილიჩიჩს შეადარა.

„კვარაცხელია დრიბლინგით გამოცდილი ილიჩიჩს ჰგავს – ისეთია, როგორიც „მილანს“ სჭირდება. საერთო – შთაგონება, ხარისხი და სახელი. კვარაცხელია და ილიჩიჩი ფეხბურთის ორი გენიოსია, თუმცა მათ შორის სხვაობა 13 წელია. პირველი ოცი წლისაა, მეორე – 33 წლის. სლოვენიელის შესახებ ყველაფერი ვიცით: ის ცოტას ლაპარაკობს და ინტერვიუები არ უყვარს. მეტსახელია „პროფესორი“ ან „გენიოსი“. კვარაცხელიაც თავდამსხმელია და კალაძის მსგავსად ქართველია. „რუბინში“ ოთხი გოლი გაიტანა და მისით დაინტერესებულ კლუბებში „მილანიცაა“, რომელიც ასევე აკვირდება ბრანდტს, ვლაშიჩს და ზიეჩს.

ოცი წლის ბიჭი

ჯერ გვარზე – კვარაცხელია გამოითქმება – Cuarascelia ასო „ტ“-ს გარეშე. ის საინტერესო ტალანტია – მემარჯვენა მოთამაშე, რომელიც მარცხნიდან თამაშობს. შესანიშნავია 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემისას. მას აქვს გასაოცარი დრიბლინგი, ისე შეუძლია გაგცდეს, ვერც კი შეამჩნიო. „მილანმა“ წააგო ჩალხანოღლუსთვის ბრძოლა, რომელიც ევროპაში შექმნილი შანსების მიხედვით (98) პირველია. ქართველს შეუძლია ეს ხარვეზი შეავსოს – კვარაცხელია თამაშში საშუალოდ აკეთებს 3.4 დრიბლინგს, მინიმუმ ორიოდე საკვანძო პასს და კარშიც იგივე რაოდენობით არტყამს.

ის ხშირად რისკავს. „მილანში“ გადასვლის შემთხვევაში, მარცხენა ფლანგზე თავისთვის ბუნებრივ როლს შეასრულებს. 2021 წლის მარტში მან ესპანეთს ლამაზი გოლი გაუტანა. მას აქვს კლასი, პოტენციალი, გამბედაობა. პიოლის „მილანი“, რომელიც სერია „ა“-ში საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, ქართველს იდეალურად შეეფერება“, – წერს იტალიური გამოცემა.