La Gazzetta dello Sport-ი - „რეალი“ და პრემიერლიგის გიგანტები 100-მილიონიან შემოთავაზებას ამზადებენ, „ნაპოლი“ კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს #1TVSPORT
La Gazzetta dello Sport-ი - „რეალი“ და პრემიერლიგის გიგანტები 100-მილიონიან შემოთავაზებას ამზადებენ, „ნაპოლი“ კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს #1TVSPORT

La Gazzetta dello Sport-ი ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ სეზონის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ „სტადიო მარადონაზე“ დატოვებს, მიუხედავად მადრიდის „რეალისა“ და პრემიერლიგის გიგანტების ინტერესისა.

გაზეთი ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ მზად არის, 22 წლის ფეხბურთელის, რომელმაც ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო, აგენტს შეხვდეს. კვარა სეზონში 1,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „ნაპოლიმ“ იცის, რომ მისი ხელფასის გაზრდა დასჭირდება, რათა ნიჭიერი გარემარბი „სტადიო მარადონაზე“, მინიმუმ, 2024 წლამდე დარჩეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „ნაპოლი“ ხვიჩას აგენტს შესთავაზებს 2028 წლამდე ახალ კონტრაქტს 2.5 მილიონ ევრომდე გაზრდილი ხელფასით.

გამოცემის მტკიცებით, მადრიდის „რეალი“ და პრემიერლიგის წამყვანი კლუბები ქართველის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ. მათ იციან, რომ შეთავაზება 100 მილიონ ევროზე დაბლა არ შეიძლება იყოს.

გასულ ზაფხულს ქართველი ფეხბურთელი „სტადიო მარადონაზე“ ათ მილიონ ევროდ გადავიდა და 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.